ლეგენდა ფალავნების ქვეყნიდან

20.08.2015

ლეგენდა ფალავნების ქვეყნიდან

ქართული სპორტის ფონდის დაფუძნება და ექსპოზიციის მოწყბა ქობულეთის მუზეუმში საშვილიშვილო საქმე ძალას იკრებს. თანამოაზრეები და მხარდამჭერები დღითი დღე მრავლდება. მუზეუმში სტუმრად გვეწვია გამოჩენილი ლეგენდა ბატონი ლერი ხაბელოვი , რომლის სახელიც ათწლეულების მანძილზე თავზარს სცემდა მეტოქეებს და აღაფრთოვანებდა გულშემატკივრებს მთელ დედამიწაზე. შეხვედრას ესწრებოდა აჭარის სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, აჭარის ოპლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ბატონი ჯონი ცივაძე, მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელი პირები, ქობულეთის მუზეუმის მუშაკები. მიმდინარე წლის შემოდგომაზე მუზეუმში დაგეგმილია სპორტის ისტორიის ექსპოზიციის მოწყობა, სადაც ბატონმა ლერი ხაბელოვმა განსაკუთრებული მხარდაჭერა აღგვითქვა.