25.03.2016
მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მიერ ქობულეთის მუზეუმის აბონემენტების შეძენა. მუზეუმის ერთ ერთი პირველი სტუმრები "აბონიმენტების" კამპანიის ფარგლებში მესამე სკოლელები გახლდნენ - ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლა, 6ბ კლასი, - კლასის ხელმძღვანელის მანანა ანთაძის სადამრიგებლო კლასის 13 მოსწავლემ დაათვალიერა მუზეუმის ექსპოზიციები. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია 2015-2016 და 2016-2017 სასავლო წლებში მუზეუმში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამებისა და კულტურული ღონისძიებების შესახებ. ბავშვებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.