01.01.1970
დედასამშობლოსთან დაბრუნების 139–ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნა და მუზეუმის ახალი საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია პირველი სტუმრები მიმდინარე 2016–2017 სასწავლო წლის პირველი ეტაპის საგანმანათლებლო პროგრამების ერთ–ერთი აქტიური, ჯიხანჯურის საჯარო სკოლის, – დირექტორი ბატონი მიხეილ ხალვაში, – მოსწავლეები გახლდნენ. – შევაჯამეთ გასული წლის მუშაობა, მოსწავლეები – უკვე ჩვენი მუზეუმის დიდი მეგობრები და "მაქსის კლუბის" მომავალი წევრების წარმატება ავღნიშნეთ საპატიო დიპლომებით. – განვიხილეთ დედასამშობლოსთან დაბრუნების 139–ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამა, შევჯერდით მოსწავლეთა საშინაო დავალებაზე. – მოსწავლეებს და პედაგოგებს გავაცანით 2017 წლისათვის დაგეგმილი ახალი საგანმანათლებლო პროგრამები.