ისტორიული ფოტო-მასალებით გამდიდრდა მუზეუმის კოლექციები.

13.12.2018

ისტორიული ფოტო-მასალებით გამდიდრდა მუზეუმის კოლექციები. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი თამაზაიშვილმა მუზეუმს გადმოსცა გასული საუკუნის, საბჭოთა საქართველოს პერიოდის ბობოყვათის მკვიდრთა შრომისა და ყოფის ამსახველი ფოტო მასალები.