24.02.2020
მიმდინარე წლის მარტში დაგეგმილია ქობულეთური ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაცია.
შეგროვდება მუნიციპალიტეტის ხეობებისა და სოფლების მიხედვით შემონახული სამზარეულო რრეცეპტები.
დაინტერესებულ პირებს და საჯარო სკოლის წარმომადგენლებს გთხოვთ ერთად შევაგროვოთ მილევადი, სანახევროდ დავიწყებას მიცემული კერძებისა და დესერტების შესახებ ინფორმაცია.
მუზეუმი აპირებს გამოსცეს ღია ბარათები.
საუკეთესო რეცეტების მომწოდებლები და აქტიური მოქალაქეები დასაჩუქრდებიან ღია ბარათების კრებულით. შესაძლებელია თქვენს მიერ მოწოდებული საუკეთესო ფოტომასალა დაიბეჭდოს აღნიშნულ ღია ბარათებზე.