მუზეუმში სტუმრად გვეწვია მწერალი ნიაზ ზოსიძე და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მერაბ ბლადაძე

04.03.2020

მუზეუმში სტუმრად გვეწვია მწერალი ნიაზ ზოსიძე და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მერაბ ბლადაძე. სტუმრები აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების ისტორიულ მოვლენებში მონაწილე ქობულეთელი მებრძოლი განმანთავისუფლებელი რაზმის წევრებისა და ისტორიული მოვლენებთან დაკავშირებული ფოტო-მასალები დაათვალიერეს. #მწერალი_ნიაზ_ზოსიძე მწერალმა ნიაზ ზოსიძემ იმოგზაურა ირანსა და თურქეთში. მოიძია, ჩაიწერა და წიგნად გამოსცა მუჰაჯირ და ფერეიდნელ ქართველთა ყოფა-ცხოვრების, შემონახული ისტორიის ამსახველი ფაქტები. იგეგმება მწერალის შეხვედრა ქობულეთის საზოგადოებასთან.