23.03.2020
ჩვენი ვიზიტორებისა და საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამების მონაწილეთათვის პერიოდულად წარმოგიდგენთ ფოტო და ვიდეო მასალებს ქობულეთის მუზეუმის ექსპოზიციებიდან და პერიოდული გამოფენების დარბაზიდან. ასევე გაგაცნობთ მუზეუმის ფონდებში დაცულ ფოტოსურათებასა და სხვადასხვა ესკიზებს.
დღეს გთავაზობთ ქობულეთის მუზეუმის ეთნოლოგიის ექსპოზიციიდან სპილენძის ჭურჭელის ერთ-ერთ სახეობას
გისურვებთ ჯანმრთელობას.
P.S. ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა კორონავირუსის პანდემია.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპრევენციო ზომაა დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდება.
საქართველოს მასშტაბით სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.
ა(ა)იპ ქობულეთის მუზეუმის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებს სამუშაო ადგილზე ყოფნას, საკუთარი სახლიდან, დისტანციურად შეასრულებენ სამუშაოს.
მუზეუმთან დაკავშირებას შეძლებთ:
- მობ. ტელეფ.: 591 99 66 77
- ელ. ფოსტა: kobuletismuzeumi@gmail.com
- ვებ გვერდი: www.kobmuzeu.ge
- ფეისბუქით: ქობულეთის მუზეუმი - Kobuleti Museum / ან რეზო ტაკიძე - Rezo Takidze
წარმოდგენილ პერიოდში დროებით შეწყდება მუზეუმის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სადაზვერვო, შემეცნებითი თუ სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ხალხმრავალ შეკრებასთან.
კორონავირუსთან ეფექტიანი ბრძოლა ჩენი თითოეულის მაქსიმალურ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს. გთხოვთ
ჩვენ ვართ სოლიდარულები საერთო სახელმწიფოებრივი მიდგომების მიმართ და მოგიწოდებთ გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ ვითარებასთან მიმართებაში უნდა ვენდოთ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას, რომელიც შესაძლებელია
ვიხილოთ მათ შორის, მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე - StopCoV.ge
გისურვებთ ჯანმრთელობას!!!