05.05.2020
5 მაისი, ქართველი პოეტის, ზურაბ გორგილაძის დაბადების დღეა.
დღეს სოფელ გორგაძეებში მის სახლ მუზეუმში ვიმყოფებოდით.
პოეტის სახლ მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდა. დაგეგმილი იყო ოფიციალურად გახსნა სხვადასხვა ღონისძიებით. თუმცა საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ღონისძიება გარკვეული დროით გადაიდო.
„ვიმედოვნებთ, რომ არსებული სიტუაცია მალე შეიცვლება და ჩვენ შევძლებთ სათანადო პატივი მივაგოთ ამ გენიალურ ქართველ პოეტს.“