18.05.2020
18 მაისი, მუზეუმების საერთაშორისო დღე. #კოლექციები_გვაერთიანებს
მსოფლიოში მიმდინარე ახალი კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიზნით 2020 წელი მუზეუმებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს დისტანციური პროგრამებით გილოცავთ და გამცნობთ მნიშვნელოვან სიახლეებს.
ქობულეთის მუზეუმის თითოეული მუშაკის ძალისხმევით და გამორჩეულად ძეგლების მონიტორინგისა და გამოვლენის განყოფილების წარმომადგენელთა მეცადინეობით მოხერხდა გადარჩენილიყო უნიკალური სამზარეულო ჭურჭელი (სპილენძი), რომელიც ათწლეულებია მასიური მოხმარებიდან ამოღებულია და მისი წარმოებაც სამწუხაროდ დიდი ხანია დავიწყებას მიეცა.