18.06.2020
ქობულეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის დირექტორის მოადგილე, გამოჩენილი ეთნოლოგი, ბატონი დავით სართანია.
ექსპედიციამ მოინახულა კინტრიშის ხეობის ძეგლები, გაეცნო ხეობის მკვიდრთა ყოფას, სასოფლო-სამეურნეო დარგებს, ხელოსნობას, მშენებლობის კულტურას და სხვ.
ექსპედიციის წევრებს უმასპინძლა ცხემვანოს წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერის წინამძღოლმა იღუმენმა მოსემ.