მადონა ბასილაძეს საპატიო სიგელი გადაეცა

13.02.2021

ქობულეთის მუზეუმის განვითარებასა და სამუზეუმო სფეროში შეტანილი წვლილისთვის, მადონა ბასილაძეს საპატიო სიგელი გადაეცა.

ჯილდო მერმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გადასცა.

მადონა ბასილაძე წლებია ქობულეთის მუზეუმის პოპულარიზაციას, განვითარებას ემსახურება. განსაკუთრებული წვლილი აქვს კულტურული დაწესებულების დაფუძნებაში. იგი ამ დროისთვის ა(ა)იპ-ი "ქობულეთის მუზეუმის" დირექტორის მოადგილის პოსტს იკავს.