09.03.2021
ქობულეთის მუზეუმი დედისა და ქალთა საერთაშორის დღისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ფოტო, მემორიალური და ხელნაკეთი ნივთები. ნამუშევრების მთავარი მონაწილე გმირები ქალებია.
გამოფენა მარტის თვის ბოლომდე გაგრძელდება.
დამთვალიერებლებს ნამუშევრების ნახვა თვის ბოლომდე შეეძლებათ. მუზეუმში ვიზიტი და სხვადასხვა საგამოფენოს სივრცის მონახულება უფასოა.