10.04.2021
მუზეუმში სტუმრად გვეწვია საქართველოს გამორჩეულად დიდი ქომაგი და მეგობარი ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ანდრიუს კალინდრა.
ლიეტუვის საელჩოს მრავალი წელია საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს ქობულეთის მუზეუმთან. გაიმართა არაერთი ერთობლივი და საერთაშორისო გამოფენა და საგანმანათლებლო პროგრამა.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, სამომავლოდ დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები.