მიმდინარეობს არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლების დასუფთავება.

28.06.2022

- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტურისტული სეზონის დასახვედრად ინტენსიურად მიმდინარეობს არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლების დასუფთავება.

ქობულეთის მუზეუმის ძეგლების მონიტორინგისა და გამოვლენის განყოფილების მიერ სარეველა მცენარეებისაგან გაიწმინდა მდ. კინტრიშზე არსებული შუასაუკუნეების თაღოვანი ხიდები.

აღნიშნული ღონისძიება სისტემატიურად მიმდინარეობს და იგი ყოველთვიურად მოიცავს სხვადასხვა ლოკაციებს, რომელიც მიმზიდველი და საინტერესო იქნება ჩვენს ქალაქში ჩამოსული ტურისტებისა და ვიზიტორებისათვის.