მიმდინარე თვიდან სტარტი აიღო სამეცნიერო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ

02.07.2021

მიმდინარე თვიდან სტარტი აიღო სამეცნიერო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სოფ. ქობულეთის გვიანმეზოლითურ ნამოსახლარზე.

ექსპედიციის მნიშვნელობითა და ძეგლით დაინტერესდა საზოგადოებრივი მაუწყებელი - აჭარის ტელევიზია.

ექსპედიცია წარიმართება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ა(ა)იპ ქობულეთის მუზეუმის ქოლგის ქვეშ. აღნიშნული ხასიათის ექსპედიცია თვითმმართველობის ჩართულობით პირველად ხორციელდება. Mirian Katamadze მადლიერება გვინდა გამოვხატოთ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიმართ, უმოკლეს დროში მოხერხდა სათანადო ფინანსური რესურსების მობილიზება, რამაც შესაძლებლობა მოგვცა გონივრულ დროში დაგვეგეგმა და დაგვეწყო ექსპედიციის მუშაობა.

საგულისხმოა რომ ექსპედიციის ფარგლებში გამოვლენილი არტეფაქტები ბინას დაიდებს ქობულეთის მუზეუმში. უნდა აღინიშნოს რომ ეს ფაქტი გაამრავალფეროვნებს არამარტო ქობულეთის მუზეუმი -ს ექსპოზიციას, არამედ გაამდიდრებს ახალი ნიმუშებით კოლექციებს.

სამეცნიერო ექსპედიციის ხელმძღვანელია არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ მუშაკი გურამ ჩხატარაშვილი ბატონი გურამ ჩხატარაშვილი.

ექსპედიცია საერთაშორისო ხასიათისაა და მასში მონაწილეობს უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ მუშაკი, ბატონი ვალერი მანკო.

პერიოდულად მოგაწვდით სიახლეებს ექსპედიციის მსვლელობისას.