16.03.2022
ა(ა)იპ ქობულეთის მუზეუმის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის - თეა ვადაჭკორიას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.
თეა ვადაჭკორია დაჯილდოებული იყო აღმატებელი ადამიანური თვისებებით, სიკეთე, გულისხმიერება, სითბო გამოარჩევდა, მას მრავალთაგან.
თეა იყო ჩვენი მუზეუმის დიდი გულშემატკივარი და მეგობარი.
თეა დააკლდა ჩვენს რეგიონს, კოლეგებს, საზოგადოებას, განსაკუთრებით მის ოჯახს, რომელთა ტკივილიც უკიდეგანოა.