14.06.2022
დღეს, ქობულეთის მუზეუმში შეკრებილი საზოგადოდბა მსჯელობდა საქართველოს ევროპულ არჩევანზე. აუდიტორიამ გაეცნო საერთაშორისო ორგანიზაცია EECMD-ის ინიციატივას, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აკადემიური ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომელთაც სწამთ, რომ საქართველო აუცილდბლად გახდება ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი. საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში მიმდინარე საინფორმაციო შეხვედრები იმართება ადგილობრივი საზოგადეობისათვის აქტუალური და საინტერესო საკითხების ირგვლივ. - როგორც შეხვედრის ორგანიზატორმა, ქალბატონმა თამარ მამეიშვილმა Tamar Mameishvili აღნიშნა საინფორმაციო შეხვედრები ითვალისწინებს გამოიკვეთოს ადგილებზე ისეთი საკითხები, რომელთა ირგვლივ ნაკლები ინფორმაციაა საზოგადოებაში.