ქალის როლი საზოგადოებაში: აკვანის კულტურის პოპულარიზაცია ქობულეთში

30.03.2024

ქალის როლი საზოგადოებაში, - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების პოპულარიზაცია.
#აკვანი_კულტურული_მემკვიდრეობა
2024 წელს, დაიწყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ხინოწმინდის მამათა მონასტრის, ხინოწმინდის უხუცესთა საბჭოსა და ქობულეთის მუზეუმი -ს ერთობლივი კამპანია, რომელიც ემსახურება აკვანის - აღზრდის უძველესი ქართული კულტურის პოპულარიზაციას.
კამპანიის ფარგლებში ორგანიზატორებმა მოხალისე ოჯახებს საჩუქრად გადასცა აკვანი.
- არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, წარმოდგენილი ღონისძიების ფარგლებში ქობულეთის მუზეუმმა უმასპინძლა სხვადასხვა პროფესიისა და შესაბამისი საქმიანობით გამორჩეულ ქალბატონებს.
#აკვანი_და_გმირი_დედები
დედები და ბებიები, ოჯახები სადაც მოცემულ დროს ახალშობილთა აღზრდა ხდება აკვანში,
#ლიტერატურა_და_ხელოვნება
- პოეზიითა და ლიტერატურული მოღვაწეობით გამორჩეული ქალბატონები,
#ადგილობრივი_სამზარეულო_კულტურა
- კულინარიისა და სხვადასხვა, მივიწყების პროცესში არსებული რეცეპტებისა და დესერტების დამზადების ოსტატი ქალბატონები,
#ფერწერით_საუბარი
- ღონისძიების დასასრულს გაიმართა ქობულეთელი ფერმწერი ქალბატონის პერსონალური გამოფენის გახსნა,
#ქობულეთის_მუზეუმი
- ღონისძიების სტუმრებს ქობულეთის მუზეუმი გაუმასპიმძლდება აჭარული სამზარეულოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული დესერტებით,
#აკვანით_გაცოცხლებული_ისტორია
- სტუმრებმა მუზეუმის საგამოფენო სივრცეში დაათვალიერეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დამზადებული აკვნების გამოფენა.