დრეზდენის პანო გრძელი გალერეის - ყოფილი საჯინიბოს ეზოს - კედლის გარე მხარესაა მოთავსებული. მისი სიგრძე 110 მეტრია, სიგანე - 10,5 მეტრი. ის შედგება სახელგანთქმული მეისენის ფაიფურის 20x20 სმ. ზომის 24 ათასი ფილისგან. მათზე გამოსახულია ვეტინების საგვარეულოს 34 საქსონიელი მარკიზი, ჰერცოგი, კურფიურსტები ("საღვთო რომის იმპერიაში" მთავრები, რომლებსაც ჰქონდათ მეფის ან იმპერატორის არჩევის უფლება) და მეფეები, რომლებიც ქვეყანას 1127-1873 წლებში მართავდნენ. პანოზე გამოსახულია, აგრეთვე, 59 ადამიანი: ამალის წევრები, ხელოსნები, ჯარისკაცები, გლეხები, ცნობილი მეცნიერები და მხატვრები. პროცესიას სათავეში უდგას კონრად დიდი, ასრულებს - პანოს შემქმნელი მხატვარი ვილჰელმ ვალტერი.