გილოცავთ ნინოობას

01.06.2025

წმინდა ნინოს ლოცვით შეგვეწიოს ყოვლადმოწყალე ღმერთი, გაგვიმტკიცოს სარწმუნოება, მოგვანიჭოს სიყვარული, სიმშვიდე და ერთიანობა.
#ტროპარი:
უნათლისმცემლე ცხოვართა განბნეულთა, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, შეჰკრიბე და მიჰგუარე ქართველნი ღმერთსა მართალსა, დედაო წმიდაო ნინო, ევედრე შვილთა შენთათვის ქრისტესა ღმერთსა.
#ტროპარი: სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო, და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
#კონდაკი: მოციქული ქრისტესგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღმრთისა, განსწავლული, მახარებელი ცხორებისა, წინამძღუარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა, დედისა ღმრთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა, მეოხი მხურვალე, მცველი დაუძინებელი.